ფეხბურთი

18:26 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ვადაჭკორია – წლის მსაჯი

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო მსაჯის წოდება გიორგი ვადაჭკორიამ მოიპოვა.

“პირველ ყოვლისა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რაც შეეხება ჩემს აღიარებას, ეს მარტო ჩემი დამსახურება არაა. ყველას მოიუძღვის წვლილი ჩემს კოლეგებს და მადლობა ყველას”, - თქვა ვადაჭკორიამ.

სფფ-ის გამოკითხვა წლის რჩეულების გამოსავლენად 20 დეკემბერს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111197