ფეხბურთი

12:30 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„სუონსიმ“ ბრედლი დაითხოვა და გიგზს ელის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგზმა, უახლოეს დღეებში შესაძლოა „სუონსი“ ჩაიბაროს.

პრემიერლიგაში ჩატარებული 18 თამაშის შემდეგ, „სუონსის“ 12 ქულა აქვს, „ჰალ სიტის“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა. შედეგად, გუნდი მთავარ მწვრთნელ ბობ ბრედლის დაემშვიდობა, რომელმაც 3 ოქტომბერს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანჩესკო გვიდოლინი შეცვალა.

ბრედლის შესაძლო შემცვლელებად ალან პარდიუ და კრის კოულმენი სახელდებიან, თუმცა ინგლისური პრესის ცნობით, უმთავრესი პრეტენდენტი რაიან გიგზია.

გიგზი გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბში ლუი ვან გაალთან მუშაობდა და „ოლდ ტრაფორდი“ გუნდში ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ დატოვა. ჯერ კიდევ შემოდგომაზე საუბრობდნენ, რომ გიგზი „სუონსის“ ჩაიბარებდა, თუმცა მაშინ არჩევანი ბრედლიზე შეჩერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108821