ფეხბურთი

14:53 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივს” კვირკველია სურს, მაგრამ “რუბინი” ისევ პრობლემას ქმნის...

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მცველს სოლომონ კვირკველიას მოსკოვის “ლოკომოტივი” თავისთან იწვევს. რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქური გუნდი მზადაა 24 წლის ქართველის სანაცვლოდ 3.5 მილიონი ევრო გაიღოს, მაგრამ ჯერჯერობით, “რუბინთან” შეთანხმება ვერ შედგა – ყაზანელები 5 მილიონს ითხოვენ. ამასთან, “რუბინს” სურს, რომ კვირკველია გაყიდოს და იჯარით მის გაშვებას გამორიცხავს.

“ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა კი, ამასობაში “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში არც დაადასტურა და არც უარყო, კვირკველიასადმი ინტერესი:

“კვირკველია? – დავადასტურებ, რომ ბევრი ფეხბურთელი გვაინტერესებს. გუნდის ხელმძღვანელობას ვუთხარი, მეკარის გარდა, ყველა პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება”, - აღნიშნა სიომინმა.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველიას “რუბინში” არ ათამაშებენ. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყაზანელთა ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ისიც, რუსეთის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129775