კალათბურთი

11:54 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” “ხარებს” აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა. “სან ანტონიომ” შინ “ჩიკაგოს” 119:100 მოუგო. მატჩის სტარტზევე “სან ანტონიო” დაწინაურდა, “ხარებმა” მხოლოდ მესამე მეოთხედის შუაში მოახერხეს სამი ქულით წინ გასვლა, ეგ იყო და ეგ, შემდეგ ტეხასელები ისევ დაწინაურდნენ და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. “სან ანტონიოში” ლამარკუს ოლდრიჯი 33 ქულით, 9 მოხსნით და კავაი ლეონარდი 25 ქულით, 10 მოხსნით გამოირჩნენ. ჩიკაგოელთა რიგებში 24 ქულით საუკეთესო უეიდი გახლდათ. “სან ანტონიო” 25 მოგებით და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

ლოს ანჯელესურ დერბიში მოულოდნელად “ლეიკერსმა” “კლიპერსი” 111:102 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ლეიკერსმა” 34:16 მოიგო. “ლეიკერსმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა, შვიდმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 19-19 ქულა მოზგოვმა და იანგმა. “კლიპერსში” 22-22 ქულით რედიკი და კროუფორდი გამოირჩნენ.

“ნიუ იორკი” – “ბოსტონი” 114:119 (28:22, 20:34, 34:32, 32:31)

https://www.dailymotion.com/video/x56b7gv_boston-celtics-vs-new-york-knicks-full-game-highlights-december-25-2016-nba-season_sport

“კლივლენდი” – “გოლდენ სტეიტი” 109:108 (25:27, 27:28, 28:32, 29:21)

https://www.youtube.com/watch?v=IIyEgNMkdgw

“სან ანტონიო” “ჩიკაგო” 119:100 (36:25, 19:25, 32:26, 32:24)

https://www.youtube.com/watch?v=d2FM9gLfSDg


“ოკლაჰომა” – “მინსეოტა” 112:100 (23:27, 34:26, 29:22, 26:25)

https://www.youtube.com/watch?v=mi6yVBjKDYM

“ლეიკერსი” – “კლიპერსი” 111:102 (27:31, 28:27, 34:16, 22:28)

https://www.youtube.com/watch?v=eHOs4sqBCV8

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.05613