საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მეექვსე ტური რუსთავში დასრულდა, სადაც ქვემოქართლელებმა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერს ,,დინამოს“ უმასპინძლეს.
ამ შეხვედრამდე ,,დინამოს“ წაგება არ ჰქონდა, ხოლო ქვემოქართლელები მესამე ადგილზე იმყოფებოდნენ. ,,დინამოს“ შეჩერება ვერც ,,რუსთავმა“ მოახერხა და ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით 93:70.
პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მართალია, პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 20:18 მოიგეს, მაგრამ მეორე მეოთხედში სტუმრებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და დიდ შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით 42:40 გავიდნენ.
მეორე ტაიმში ,,დინამოს“ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 28:17 მოიგეს და საერთო ჯამში 70:57 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში სხვაობამ 23 ქულას მიაღწია. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ,,დინამომ“ 93:70 დაამარცხა მეტოქე.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა ,,დინამოს“ უკანახაზელმა , ,,რუსთავის“ ყოფილმა წევრმა მიხეილ ჭოჭუამ დააგროვა. მას ერთი ქულით მისი თანაგუნდელი დეონტა ვონი ჩამორჩა, ლევან ფაცაციამ კი 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
მასპინძელთა შორის 17 ქულით ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი უკანახაზელი რეზო ჩაჩანიძე იყო. ორმაგი დუბლები კი უკანახაზელმა ჩარლი ლიმ (12 ქულა, 11 პასი) და ცენტრალურმა თავდამსხმელმა სერგო ათუაშვილმა ( 13 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულეს.
,,რუსთავი“- ,,დინამო“ 70:93
( 20:18, 20:24, 17:28, 13:23)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი მინდოდა რუსთავის მოგება მაგრამ არ მჯეროდა მაინც
არაფრის მომგებები არ არიან ეგენი
ჩვენ უნდა მოვუგოთ სხვის იმედზე ვერ ვიქნებით
ასე თუ გადაურბენდა მაინც არ მეგონა, წინა თამაში რომ მოუგო თბილისში რუსთავის ტრენერმა მსაჯებმა მოაგებინესო და რავიცი
იმედია საზოგადოებრივი აჩვენებს დინამო ქუთაისის თამაშს.
რაღაც სისულელეებს აჩვენებენ და ეს პირველი წრის უმთავრესი თამაში იქნება!!!
ძალიან საინტერესოა, თუ დინამო მოიგებს რეგულარული სეზონის პირველი ადგილის მფლობელი პრაქტიკულად გაირკვევა და თუ ქუთაისი მოიგებს მაგრად დაძაბავს ჩემპიონატს.
ბრავო,დინამო ... მიუხედადად იმისა, თუ ვის გულშემატკივრობ, უნდა შეგეძლოს და დარჩე ობიექტური(განსაკუთრებით გვეხება სტაჟიან "ბალეშიკებს"). კიდევ ერთხელ ბრავო დინამოს, მოთამაშეებს და რათქმაუნდა მწვრთვნელებს...
კი აშკარა ორი გამოკვეთილი გუნდია, მესამე რუსთავი,პირველი წრის მერე იმსახურებს მესამეს,ნუ მერე ვნახოთ
არ მეგონა ასე დიდი სხვაობით თუ მოიგებდა დინამო, მაინც ველოდი რაღაც სიურპრიზს
ხო არც მე მეგონა რომ დავხედე ანგარიშს გამიკვირდა. ნუ ისევ პირველ და მთავარ ჩვენს ნათქვამს და აზრს დავუბრუნდეთ: ქუთაისი-დინამო
ქუთაისი მიაფუჩეჩებს ამათ
)