ფეხბურთი

17:25 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბენდელას თასის" ფინალი: შარშანდელივით "დინამოს აკადემია" - "საბურთალო"

"ბენდელას თასზე" დღეს ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. "საბურთალომ" 4:0 სძლია "საბურთალოს სკოლას", ხოლო "დინამოს აკადემიამ" 5:0 დაამარცხა "ლოკომოტივი". შარშანდელის მსგავსად, ფინალი იქნება "დინამოს აკადემია" - "საბურთალო", ოღონდ, შარშან 2004 წელს დაბადებულები თამაშობდნენ, ამ ტურნირზე კი 2005-იანები არიან. ერთი წლის წინ საბურთალოელები გახდნენ ჩემპიონები.

ხვალ გადამწყვეტი მატჩების დღეა. 14:00-ზე ჩატარდება მცირე ფინალი (ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდებისთვის) გორის "დილასა" და ნალჩიკის "სპარტაკს" შორის. 15 საათზე მატჩი მესამე ადგილისთვის, ხოლო 17:30-ზე ფინალი დაიწყება. მატჩები, ისევე როგორც მთელი ტურნირი, "ბენდელას" სტადიონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.142437