ფეხბურთი

0:50 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსი” ვიდალით დაინტერესდა

კატალონიური “ბარსელონას” მარჯვენა მცველით ალეიშ ვიდალით “სუონსი” დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Sport–ი ავრცელებს.

27 წლის ფეხბურთელი ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის და მხოლოდ მეორე ხარისხოვან მატჩებში ათამაშებს. ამიტომაც, ის დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ნოუ კამპიდან” აიბარგება.

ვიდალს ”ბლაუგრანასთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 8 მილიონი ევრო ღირს. მან მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაისური ყველა ტურნირზე 5-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113402