ფეხბურთი

1:09 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ იტალიის სერია A-ს ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - სამი დღის წინ, "კალიარისთან" შესრულებული დუბლის შემდგომ 26 წლის ქართველმა ამჯერად ბერგამოში, "ატალანტას" კარი დალაშქრა. 51-ე წუთზე ლევანმა სტანდარტის შემდეგ დიდებულად ითამაშა და მარკო სპორტიელოს კარში ერთი შეხებით დიდოსტატურად გადაგზავნა ბურთი.

ლევანმა მოედანზე 73 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ მისი გასვლიდან წამებში, "ატალანტამ" ანგარიში გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, მეორე გოლი გაუტანა "ემპოლის".

ტოსკანურ გუნდს 18 ტურის თავზე 17 ქულა აქვს და მე-18 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება მჭედლიძეს, იგი 7 მატჩში გატანილი 3 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ ლევანმა სერია A-ში პირველად მოახერხა ზედიზედ ორ შეხვედრაში თავის გამოჩენა.

0.144118