ფეხბურთი

14:14 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის უარი 120 მილიონს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩინეთიდან ზღაპრული შეთავაზება უარით გაისტუმრა. “დეილი მეილის” ინფორმაციით, აზიაში გადაბარგების სანაცვლოდ ზლატანს ორ სეზონში 120 მილიონ ევროს ჰპირდებოდნენ, მაგრამ შვედს ინგლისში დარჩენა უნდა.

იბრაჰიმოვიჩს “მანჩესტერთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ინგლისური ტაბლოიდი წერს, მზადაა “წითელ ეშმაკებთან” ხელშეკრულება გააგრძელოს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერში” 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, 25 თამაში აქვს ჩატარებული და 16 გოლი გატანილი.

0.133592