ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ალან შირერი, რომელსაც პრემიერლიგაში “ბლექბერნისა” და “ნიუკასლის” მაისურით 260 გოლი გაუტანია, მიიჩნევს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დრო წასულია.
“იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო დონის ფეხბურთელი არაა. მესი, სურესი, რონალდუ – შვედი მათ დონეზე მხოლოდ წარსულში იდგა”, - აღნიშნა შირერმა.
საინტერესოა რას უპასუხებს 46 წლის ინგლისელს ზლატანი, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამ სიტყვებში ალანს არ ეთანხმება...