ფეხბურთი

16:13 | 14.12.2016 | ნანახია 2457 - ჯერ

ნუკრი რევიშვილმა “დინამო” დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა თბილისის “დინამო” დატოვა. ამის შესახებ “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

29 წლის ფეხბურთელი თბილისურ კლუბში ოქტომბერში ჩაირიცხა და “დინამოს” რიგებში 7 შეხვედრა ჩაატარა. მხარეებს შორის სამთვიანი კონტრაქტი იყო გაფორმებული.

რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას რევიშვილი, ჯერჯერობით უცნობია. ეროვნული გუნდის კარის დარაჯს აქამდე, “დინამოს” გარდა, ქუთაისის “ტორპედოში”, ყაზანის “რუბინში”, მახაჩყალის “ანჟიში”, “კრასნოდარში”, გორის “დილაში”, “ვალეტაში”, “ტოსნოში” და “მორდოვიაში” უთამაშია.

რაც შეეხება “დინამოს”, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისელები უკრაინელ მეკარეს სერგეი ლიტოვჩენკოს დაიმატებენ, რომელიც ბოლოს “ზუგდიდში” თამაშობდა. 29 წლის ლიტოვჩენო საქართველოში ჩამოსვლამდე ხარკოვის “არსენალში”, “ჰელიოსში”, “ვოლინში” და “ოლიმპიკში” გამოდიოდა. “დინამოში” მისი გადასვლის შესახებ ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:23 | 14.12.2016
drogba-11 (13246)

კაცობრიობა მონატრებია სულების საფლავს

ამ სამყაროში ადამიანი რას აღარ ნახავს
უწმინდურობა გამეფებულა ბარიერს ლახავს
გადაჩვეულა კაცობრიობა საფლავზე გასვლას
კაცობრიობა მონატრებია სულების საფლავს

მივიწყებულო ძვლებო თქვენი სული ისევ ტირის
აღარავინ უვლის საფლავს სანახავადაც არ მიდის
იმედი გაქვთ ელოდებით მაინც ყველას ენდობით
აღარავინ არ ახსენებს არც თქვენ სულებს შენდობით

კაცობრიობა მონატრებია სულების საფლავს
მაგრამ ამაოდ უთხრეს უარი თქვენ კეთილ ძრახვას
თქვენ საფლავებს აღარ უვლის აღარც კაცი აღარც ქალი
გაზაფხულის ფოთლებს აყრის არემარეს მარტის ქარი

მაგრამ ვაი ყველას იმათ ვისაც დაავიწყდა ვალი
თქვენი სული მარადია მათი სიცოცხლე კი მკვდარი
კაცობრიობა მონატრებია სულების საფლავს
ისევ მოელით მოწყურებული ჩვენს ნახვას

22:17 | 14.12.2016
saqme (2310)

ფიფია თუ ამდენი ფული გაქვს გადასაყრელი შე კაცო ქვეყნის გაჭირვებულებია მათთვის მაინც დაგერიგებინაა....მომავალ წელს თუ ასე გაგრძელდა უეჭველი დინამო გავარდება და ეგ თანხებიც წყალში გადაყრილი გამოვაა (სირცხვილი)

22:14 | 14.12.2016
saqme (2310)

ფიფიამ ყველანაირი იმედები გაგვიცრუა...

21:47 | 14.12.2016
fcdallas96 (8)

იმედია ვინმე კარგი მოვა დინამოს კარის დასაცავად. ეს რომ წავიდოდა ისედაც ნათელი იყო, 3 თვიანიო თავიდანვე ითქვა, სამაგიეროდ რაც იყო-კარგად იყო. მოკლედ კარგ მეკარეს ველოდები

20:57 | 14.12.2016
drogba-11 (13246)

ამქვეყნიური ქაოსი...

ვდგამდი ნაბიჯებს თოვლში და
კვალში მომდევდა სულ ქარი,
მზის სითბო როცა მომშივდა
მთვარე მთრგუნავდა მუქარით
...
ივნის_ივლისი, აგვისტო,
ზაფხულიც იყო ცივი და,
ყველას ეგონა არტისტობს,
ცრემლი რომ წამომივიდა...

ვეღარ ვიტანდი რობოტთა
დაპროგრამებულ ზნე ჩვევას,
მეც კი არ ვიცი როგორ და
არ ვაპირებდი შეჩვევას...

ვებრძოდი უგრძნობთ ავ ზრახვებს,
მცდელობად დარჩა ყოველი,
ჩემმა თვალებმა რაც ნახეს
არ იკადრებდა ცხოველი...

ვნახე მიწა და ვნახე ცა
როგორ დასვარეს ტალახით,
მართლა თავს ზარი დამეცა
ისე გავოცდი ნანახით...

ისე ჩამიძვრა მე დარდი
გულიდან სულის კარისკენ,
რასაც თვალებით ვხედავდი
დაჯერებაც ვერ გავრისკე...

რომ ავიხედე ზევით და
მიმოვიხედე გარშემო,
სურვილი დამიქვეითდა
გზა რომ მეპოვა საჩემო...

ხო და შემოვრჩი ამ ველებს
ოცნებით სხვა სამყაროსი,
კვლავ თვალთახედვას აბნელებს
ამქვეყნიური ქაოსი...

20:37 | 14.12.2016
drogba-11 (13246)

აღიდგინა ფორმა შევიდა კონდიციებში დატოვა თავშესაფარი დაგაზა რუსეთისკენ

18:38 | 14.12.2016
რაჭა (10043)

წარმატებები ბრატ.....შენი რა ბრალია

17:12 | 14.12.2016
სანდრო მელუა (438)

ეს მაინც არ დაიღალა ამდენ წანწალში!?

16:45 | 14.12.2016
moxe ve (614)

რამდენ თამაშიანი კონტრაქტი ქონდა?

18:54 | 14.12.2016
abuka (1007)

რამდენ წუთიანი უფრო სწორი იქნებოდა ალბათ!!! DD

19:43 | 14.12.2016
moxe ve (614)

სამწუხაროდ :დ

16:39 | 14.12.2016
BEERTRANCE (97819)

0.1361