მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს ნიკა კაჭარავა – იმედისმომცემმა ქართველმა შემტევმა ამჯერად თავი კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში გამოიჩინა, თანაც დუბლით. ნიკამ “ეთნიკოსისა” და “ზაკაკიუსის” მატჩში შესძლო გოლები გატანა – მე-4 და მე-6 წუთებზე VIDEO. “ეთნიკოსმა” ეს მატჩი 3:1 მოიგო.
კაჭარავამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. მის გარდა, გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ, ხოლო გიორგი ილურიძე მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა. “ეთნიკოსს” 14 ტურში 17 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილამდე აღზევდა.
რაც შეეხება უშუალოდ ნიკა კაჭარავას – 11 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეთ დერბიშაირსა და პიეროს სოტირუისს ერთი ბურთით ჩამორჩება. კაჭარავამ ხსენებული 8 გოლიდან ოთხი “კარმიოტისას” გაუტანა, ორ-ორი კი, “არისსა” და “ზაკაკიუსს”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაჭარავა და ქვილითაია ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ რა ხდება? ერთი თუ იტანს მეორემაც რომ არ გაიტანოს იმ დღეებში არ შეიძლება მოკლედ. ))
მაგარი გამიხარდა როსტოვი რო დატოვა. სადაც გადავიდა ეგეც სწორი გადაწყვეტილებაა სათამაშო დროის გამო და არ აქ მნიშვნელობა რიმ სუსტ გუნდშია. გასაკეთებეკს აკეთებს. გადავა აპოელში და იქაც თუ გაქაჩა ორ წელში ბუნდესლიგაში ითამაშებს. ისე ფიზიკა აქ მოსამატებელი
მე ვფიქრობ რომ სისწრაფე უფრო აქვს მოსამატებელი, თუ რა თქმა უნდა ფიზიკაში სისწრაფეს არ გულისხმობ )
ყველაზე კლასნი ეს ბიჭია დGესდგეობით ქართველ თავდამსხმელებს შორის