ფეხბურთი

19:09 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას დუბლი ავსტრიაში (+VIDEO)

გამორჩეული დღე ჰქონდა გიორგი ქვილითაიას - ქართველმა ფორვარდმა ვენის "რაპიდისა" და "რიდის" მატჩში დუბლი შეასრულა. გიორგიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 77-ე წუთზე წინ გაიყვანა თავისი გუნდი, 81-ე წუთზე კი პენალტი დაარტყა ზუსტად. ქვილითაიასთვის ეს მეხუთე გოლია სეზონში, ბუნდესლიგაში კი, მესამე.

"რაპიდი" 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138515