ფეხბურთი

22:31 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი და მორატა "რეალს" დაეხმარებიან

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ესპანურ გრანდის რიგებს დაუბრუნდნენ ტონი კროოსი და ალვარო მორატა, რომლებიც ტრავმის გამო გუნდს გარკვეული პერიოდი ვერ ეხმარებოდნენ.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში "სანტიაგო ბერნებეუზე" "სამეფო კლუბს" ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. გერმანელებს 13 ქულა აქვთ და "რეალს" 2 ქულით უსწრებენ.

ზიდანის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ნავასი, კასილია, იანესი

მცველები: კარვახალი, პეპე, რამოსი, ვარანი, დანილო, მარსელო

ნახევარმცველები: კროოსი, ხამესი, კაზემირო, მოდრიჩი, ასენსიო, ისკო

თავდამსხმელები: რონალდუ, ბენზემა, მორატა, ვასკესი

0.113997