გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ვარჯიში განაახლა. როგორც "სამეფო კლუბის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა "ბარსელონასთან" მისი თამაში გამორიცხულია.
კროოსმა ტრავმა "ლეგანესთან" მოგებულ (3:0) ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩში მიიღო და მას შემდეგ 4 შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა. ტონის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.