კალათბურთი

22:12 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,რუსთავმა’’ ჰილი დაითხოვა

სუპერლიგის მონაწილე, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა ,,რუსთავმა’’ გუნდში გასინჯვაზე მყოფი ამერიკელი ფორვარდი კევინ რაშად ჰილი (11, 12, 92. 202 სმ) დაითხოვა, რომელმაც გუნდის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,რუსთავის’’ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ გოგობერიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ,,რუსთავში’’ სამი ლეგიონერი, ჩარლი ლი(უკანახაზელი), ქეისი კასპერბაუერი(ფორვარდი) და ტომი სპანოლო (ცენტრი) უკვე თამაშობენ, რომლებიც გუნდის ლიდერები არიან.

შვიდი თამაშიდან ,,რუსთავს’’ 12 ქულა აქვს და დაკარგული ქულებით მესამე ადგილზე იმყოფება. მორიგ, მერვე ტურში ,,რუსთავი’’ ,,სოხუმს’’ მასპინძლობს.

თეგებირუსთავი
0.115186