ფეხბურთი

16:28 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტები გამოიკვეთნენ

დასრულდა პირველი ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩები. შემდეგ ეტაპზე გასვლა, ფაქტობრივად, გაინაღდა კახა გოგიჩაიშვილის გაწვრთნილმა "მეშახტემ", რომელმაც "ჭიათურას" გასვლაზე 4:1 აჯობა.

უპირატესობა მოიპოვეს "სქურმა" და "მერანმაც", რომლებმაც გასვლითი თამაშები მოიგეს. მართალია, ერთი ბურთის სხვაობით მოიგეს, მაგრამ აშკარა ფავორიტები არიან. "ბორჯომმა" "ლიახვთან" 1:1 დაასრულა და საშინაო მატჩში ეცდება უპირატესობის დამტკიცებას.

საპასუხო მატჩები 2 დეკემბერს გაიმართება, შემდეგ კი იქნება პლეი ოფის მომდევნო ეტაპი: 5 და 9 დეკემბერს შედგება მატჩები.

სულორი (ვანი) - მერანი (მარტვილი) 0:1

გოლი: 0:1 ლომაშვილი (89)

ჭიათურა - მეშახტე (ტყიბული) 1:4

გოლები: 0:1 ყურულაშვილი (15), 0:2 ბაჯელიძე (61), 0:3, 0:4 ხინთიბიძე (81, 83), 1:4 ნადირაძე (90)

ლიახვი (ცხინვალი) - ბორჯომი 1:1

გოლები: 1:0 კურუმაშვილი (5), 1:1 ბურძენაძე (32 პენ)

კოლხეთი (ხობი) - სქური (წალენჯიხა) 1:2

გოლები: 1:0 ქობალია (10), 1:1 შელია (16), 1:2 შოთა ლომია (42 პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111998