ფეხბურთი

12:55 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუნი - მანჩესტერელთა საუკეთესო ბომბარდირი ევროთასებზე

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი და კაპიტანი უეინ რუნი ევროპის ლიგის მეხუთე ტურში “ფეიენოორდთან” მატჩში (4:0) გატანილი გოლით ევროთასებზე კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

31 წლის ფეხბურთელისთვის ეს, “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ევროტურნირებზე 39-ე გოლია (95 მატჩში), რითაც მან რუუდ ვან ნისტელროის (38 გოლი) გადაუსწრო და ამ მაჩვენებლით კლუბში პირველია.

ამასთანავე, რუნის მხოლოდ ერთი გოლი აშორებს მანჩესტერელთა ყველა დროის საუკეთესო მეგოლის, ბობი ჩარლტონის რეკორდთან. უეინს ყველა ტურნირზე ამ დროისთვის 248 გოლი აქვს გატანილი.

თეგებიუეინ რუნი
0.116759