ფეხბურთი

2:32 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესმა გამარჯვებით დაიწყო

ლა ლიგის მე-12 ტურის გახსნითი შეხვედრა “ბენიტო ვილამარინზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ბეტისმა” “ლას პალმასი” მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

“ბეტისის” მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ვიქტორ სანჩესს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გუსტავო პოიეტი შეცვალა. ორი გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ორივე შემთხვევაში, ხოაკინ სანჩესის ჩაწოდებულ კუთხურებს მოჰყვა: 27-ე წუთზე ბრუნო გონსალესის თავური აღმოჩნდა ზუსტი, ხოლო პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე მანდიმ დაასწრო ყველას.

მეორე ნახევარში “ლას პალმასი” ფლობდა უპირატესობას, თუმცა ეს ძირითადად ბურთის ფლობაში აისახა (73%). კიკე სეტიენის შეგირდებმა დასკვნით 45 წუთში ადანი მხოლოდ ორჯერ შეაწუხეს და მომენტების შექმნა უჭირდათ. “ბეტისი” კი, თავს კარგად იცავდა და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდა – 2:0.

“ბეტისმა” 14 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “ლას პალმასი” 16 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.

ბეტისი – ლას პალმასი 2:0 (2:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, მანდი, ბ.გონსალესი, პაცელა, ა.მარტინესი, პიცინი, დონკი, პეტროსი, სებალიოსი (ბრასანაჩი 83), ხოაკინი (მუსონდა 77), რ.კასტრო (სანაბრია 70).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი, ლემოსი (სიმონი 77), ბიგასი, კასტელიანო (დ.გარსია 29), მიჩელი, მესა, პლასერესი, ბოატენგი, ვიერა, მომო (ვ.გომესი 68), არაუხო.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0 ბ.გონსალესი (27), 2:0 მანდი (45+2)
გაფრთხილებები: ვ.გომესი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

თეგებილა ლიგა
0.151364