ფეხბურთი

21:17 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ისევ ვენგერის წინააღმდეგ

“ვენგერს ყოველთვის სცემენ პატივს, მაგრამ მე არასდროს” – ჟოზე მოურინიომ ასეთი რამ “მანჩესტერისა” და “არსენალის” მოახლოებული თამაშის წინ თქვა. “განსაკუთრებულის” თქმით, მისი ბოლო ტიტული 18 თვის წინ თარიღდება, ვენგერის კი, 18 წლის წინ, მაგრამ...

“ხვალ არის პრემიერლიგის საუკეთესო მენეჯერების დაპირისპირება, მას შემდგომ, რაც სერ ალექს ფერგიუსონი წავიდა. ჩვენ ერთად გვაქვს 6 თუ 7 საჩემპიონო ტიტული – მე სამი, ვენგერს 3 ან 4, ზუსტად ვერ გეტყვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ორივე ვიმსახურებთ პატივისცემას – ვენგერი ამას ყოველთვის იღებს, მაგრამ მე – არასდროს. ჩემი ბოლო ტიტული 18 თვის წინ თარიღდება და არა 18 წლის წინ, მაგრამ ამას პატივისცემად მაინც არ აღიქვამთ”, - განაცხადა მოურინიომ.

მოურინიოსა და ვენგერს შორის თბილი ურთიერთობა რომ არ სუფევს, დრომოჭმული ამბავია. ეგ კი არა, შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ ერთმანეთს კბილი გაჰკრან. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი შაბათს, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება და თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

0.115006