საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი საკლუბო დონეზეც იმუშავებს და მიმდინარე სეზონის ბოლომდე მონტენეგროს გუნდ "ბუდუჩნოსტს" გაწვრთნის. ინფორმაცია ბერძენი სპეციალისტის ახალი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
2006 წლიდან მოყოლებული პოდგორიცას "ბუდუჩნოსტი" მონტენეგროს ჩემპიონი 10-ჯერ გახდა და კონკურენციას ვერავინ უწევს. გუნდი ასევე მონაწილეობს ევროთასზე და ადრიატიკის ლიგაზე. კლუბის ხელმძღვანელობამ წინა თავკაცი ვლადო შჩეპანოვიჩი ევროთასზე ცუდი თამაშის გამო დაითხოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფედერაციამ რა უნდა ქნას. მაშინ კონტრაქტში უნდა ჩაუწერო რომ არ იმუშავოს კლუბში და მერე მეტი ხელფასიც უნდა მიცე. გარდა მაგის კალათბურთში დიდად არ უშლის ხელს, ჩვენი ნაკრების ბირთვი წლებია არ იცვლება და საქართველოს ჩემპიონატს რამდენიც არ უნდა აკვირდე არა მგონია ნაკრების გამოსადეგი კაცი ნახო
თენგოი - არავის არ უთქვია ზუროს დასაქმება რატომ არ აუკრძალეთო, პირიქით ვამბობთ რომ თუ ქართულ კალათბურთზე მოფიქრალი ადამიანები არიან თვითონ უნდა მოიფიქრონ და იმის პირობები რომ თუნდაც ბერა ივანიშვილი (რომელსაც უსაზღვროდ უყვარს კალათბურთი) დააინტერესონ და GDS -ი მოეწვიათ სპონსორად. მაგრამ მანამდე ასეთი კლუბისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას, დაიდოს ხელშეკრულება ფედერაციასთან და ვინაიდან კლუბი განსაკუთრებული პროექტით იმუშავებდა ქართული კალათბურთისთვის გადასცემოდა გარკვეული ფული ფედერაციისაგან.
თავის დროზე არც ბიძინას არ დასიზმრებია გინდა თუ არა ათობით მილონი ჩაედო რაგბის განვითარებაში, მაგრამ მივიდნენ გია ნიჟარაძის მეთაურობით რაგბიზე უსაზღვროდ შეყვარებული ხალხი განვითარების პროგრამით და მანაც დაუჯერა.
რაც შეეხება სპორტულ მხარეს, ჩვენი ნაკრების კალათბურთელების ნაწილი კრიტიკულ ასაკს უახლოვდება და მათ ნაწილს უფრო და უფრო გაუძნელდება სერიოზული კონტრაქტების მოპოვება საზღვარგარეთ, ასეთი კლუბის არსებობა შანსი იქნება მათვის რომ გადადონ კარიერის დამთავრება, შანსი იქნება ბევრი ქართველი ახალგაზრდისთვისაც ასეთ კლუბში ვარჯიში და კარიერის აწყობა გამოცდილ ქართველ და გამოცდილ ლეგიონერებთან ერთად ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.
აი რაზე უნდა იფიქროს და ქნას ჩემო მეგობარო პატრიოტმა და გულანთებულმა ფედერაციის მამებმა.
ძალიან ცუდი რომ სხვაგან წავიდა.
როგორც ყოველთვის ჩვენს კალათბურთის ფედერაციას ძინავს.
ქართული კალათბურთის აღორძინება თუ გვინდოდა ერთი საშუალო ევროპული დონის ქართული კლუბი უნდა შეგვექმნა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად, რომელიმე ევროპულ ტურნირზე გამოვიდოდა და რამდენიმე ლეგიონერთან ერთად მასში მთავარი ძალა ეროვნული ნაკრების წევრები და კანდიდატები იქნებოდდნენ. სწორედ ასეთ კლუბში უნდა მოგვეწვია ილიას ზუროსი მწვრთნელად და მაშინ იქნებოდა ამ კაცის რესურსი სრულად გამოყენებული ქართული კალათბურთისთვის.
ფინანსური რესურსიც იყო ფედერაციაში სათანადო, რომ არა ესპანელებთან გაფორმებული საეჭვო კონტრაქტი, რომლის სარგებლიანობის იმედი მიზერულია.
ამ დროს ზუროსის ხელმძღვანელობით შექმნილი კლუბი მთელი წლის განმავლობაში ათი-ათასობით გულშემატკივარს მიაბრუნებდა საქართველოს ჩემპიონატისკენ და პარალელურად ქართველი გულშემატკივარი მთელი წლის განმავლობაში ათობით საერთაშორისო მატჩს ნახავდა და შესაბამისად ჩართული იქნებოდა საკალათბურთო ცხოვრებაში.
კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: რა უფრო წაადგებოდა ქართული კალათბურთის აღორძინებას, ის საყოველთაო ბუმი, რომელიც ევროპული დონის კლუბის შექმნას მოყვებოდა, თუ ეპანელებთან დადებულ კონტრაქტს, რომლისგან დივიდენტები ბევრწილად ფედერაციი მამებმა მოიპოვეს?
მართალი ხარ ეს უმაქნისი ფედრაცია ბიჭების თავდადების ხარჯზე არიან.
სრულად გეთანხმები კარგი იდეაა და საჭირო მაგრამ...საშუალო ევროპულ კლუბს მინიმუმ 4 მილიონი დაჭირდება სეზონურად. და არც აკადემია გივარგა, არც სკოლები ბავშვტა საკალათბურთო. და რაც მთავარია მწვრთნელების მომზადებაა საჭირო. ასე რომ არც ზუროსი უშველის ამ საქმეს და არც ევროპა. ჯერ სათანადო საშინაო დავალებაა შესასრულებელი. რასაც დაახლოებთ სტაბილური და სწორი მუშაობის 5 წელი მაინც სჭირდება რომ აეწყოს სკოლები და მწვრთნელები მომზადდეს. გამოდის რომ სტაბილური ბიუჯეტიცაა საჭირო და სწორად განკარგვა ფედერაციის. გარდა ამისა კანონი უნდა შეიცვალოს და დაწესდეს შეღავათების კლუბების და სპორტის სპონსორობისათვის და რომ საინტერესო გახდეს ინვესტორისთვის ფულის ჩადება ამ საქმეში. თორემ მხოლოდ ევროპაზე გასვლა არაფერს მოგიტანს. იყო არმია გასული და ჰYავდა ერთ ერთი ფავორიტი შემადგენლობა მაგრამ უმწვრთნელობამ რაც გამოიწვია გამოჩნდა და მხოლოდ დროებითი სანახაობა იყო და ისიც იმედგაცრუებულები დავრჩით. აღაც არმია არსებობს.