ფეხბურთი

13:03 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, C ჯგუფი – 100%-იანი გერმანია და მიწაზე დაშვებული აზერბაიჯანი (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფს ერთი გამოკვეთილი ფავორიტი თავიდანვე ჰყავდა და ახლაც ჰყავს – გერმანიის ნაკრები. ბუნდესგუნდი 4 ტურის თავზე უდანაკარგოდ, გოლგაუშვებლად ასპარეზობს და მდევარს მთელი 5 ქულით სჯაბნის. ბუნებრივია, იოაჰიმ ლიოვის შეგირდები მუნდიალის საგზურთან უკვე ახლოს არიან. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონებმა გუშინ სან მარინოს მოუგეს ვარჯიშით – 8:0. ჰეთ-თრიქით ახალგაზრდა სერჟ გნაბრი გამოირჩა, დუბლით იონას ჰექტორი.

ამავე ჯგუფში აზერბაიჯანის ნაკრების ზღაპარი დასრულდა. მოგეხსენებათ, ჩვენ მეზობლებს საწყის სამ თამაშში 7 ქულა დაეგროვებინათ, თუმცა გუშინ ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:4 განადგურდნენ და მესამე ადგილზე დაქვეითდნენ. მეორეზე თვითონ ჩრდილოეთ ირლანდიელები აღზევდნენ.

ამავე ქვეჯგუფში პირველი თამაში მოიგო თავმოყვარე ჩეხეთის ნაკრებმა, რომელმაც პრაღაში ნორვეგიას აჯობა. ამ მოგებით ჩეხებმა მეორე ადგილზე გადასვლის კარგი შანსი დაიტოვეს. აი, ნორვეგია კი ალბათ რუსეთში გამგზავრებაზე ოცნებას უნდა შეეშვას.

ჩეხეთი – ნორვეგია 2:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 კრმენციკი (11), 2:0 ჟრმალი (47), 2:1 კინგი (87)

ჩრდ. ირლანდია – აზერბაიჯანი 4:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 ლაფერტი (27), 2:0 მაკაუელი (40), 3:0 მაკლაგინი (66), 4:0 ბრანტი (83)

სან მარინო – გერმანია 0:8 (0:3) VIDEO

გოლები: 0:1 ხედირა (7), 0:2 გნაბრი (9), 0:3 ჰექტორი (32), 0:4 გნაბრი (58), 0:5 ჰექტორი (65), 0:6 გნაბრი (76), 0:7 სტეფანელი (82, ა.გ), 0:8 ვოლანდი (85)

1.

გერმანია

4

4

0

0

16:0

12

2.

ჩრდ.ირლანდია

4

2

1

1

8:2

7

3.

აზერბაიჯანი

4

2

1

1

2:4

7

4.

ჩეხეთი

4

1

2

1

2:4

5

5.

ნორვეგია

4

1

0

3

5:7

3

6.

სან მარინო

4

0

0

4

1:17

0

მომდევნო ტური – 26 მარტი

აზერბაიჯანი – გერმანია

სან მარინო – ჩეხეთი

ჩრდ. ირლანდია – ნორვეგია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134577