ფეხბურთი

1:45 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერს” კინის შეძენა სურს

“ბარნლის” ცენტრალური მცველის, მაიკლ კინის შეძენა პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულს “ლესტერს” სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.

მიმდინარე სეზონში “ლესტერს” ჩემპიონთა ლიგაზე უწევს თამაში და კლუბს ძალების გადანაწილება აშკარად უჭირს. ამის ნათელი მაგალითია, “მელიების” დაცვის მიერ ნაჩვენები შედეგი. კლაუდიო რანიერის შეგირდებს, ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში ჯერ გოლი არ გაუშვიათ, თუმცა პრემიერლიგაში საშინლად გამოიყურებიან და უკვე 18 ბურთი აქვს მიღებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელია.

შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს და მზად არიან, რომ 23 წლის მცველში 20 მილიონი ფუნტი გაიღონ.

კინმა მიმდინარე პრემიერლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

თეგებიმაიკლ კინი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118442