ფეხბურთი

18:36 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მერანმაც" და "რუსთავმაც" სტუმრად მოიგეს

გაიმართა პირველი ლიგის "თეთრი ჯგუფის" ტურის დარჩენილი ორი მატჩი. ფავორიტებმა მოიგეს: მარტვილის "მერანმა" სტუმრად 3:1 აჯობა "მარკ სტარს" და ასეთივე ანგარიშით, "რუსთავმა" ხარაგაულში "ჩხერიმელას" მოუგო. საინტერესოა, რომ ორივე შეხვედრა ერთნაირი სცენარით წარიმართა, ორივე გუნდი 3:0-ს იგებდა გასვლაზე, ორივე შეხვედრაში პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დასრულდა.

რუსთაველებს პირველ-მეორე ადგილებზე გასვლის შანსი აქვთ, "მერანს" კი ფლეი-ოფში თამაში მოუწევს, რათა გაისად პროლიგა 2-ში ითამაშოს. შეგახსენებთ, მარტვილელები საქართველოს თასის ფინალში გავიდნენ, 22 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედოსთან" იბრძოლებენ ტიტულისთვის.

მარკ სტარსი (თბილისი) - მერანი (მარტვილი) 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ქანთარია (3), 0:2 ტეიდი (34), 0:3 საბანაძე (70), 1:3 კობაური (84)

ჩხერიმელა (ხარაგაული) - რუსთავი 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ბრაჭული (20), 0:2 დათა სიჭინავა (36), 0:3 ჩიმაკაძე (51), 1:3 ჩოხელი (74)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121763