როგორც ესპანური Marca იუწყება, გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი სამი თვის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ფეხბურთელის მძიმე ტრავმის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
კროოსმა მარჯვენა ფეხის დაზიანება "ლეგანესთან" მოგებულ (3:0) ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩში მიიღო.
მიმდინარე სეზონში ტონიმ 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელმა "რეალთან" ოქტომბერში კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.