კალათბურთი

14:45 | 8.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის 10 ქულა 14 წუთში და მორიგი გამარჯვება "ხიმკისთან"

რუსეთის სუპერლიგა 1-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკმა“. ციმბირულმა გუნდმა სეზონის 5 მოგებით დაწყების შემდეგ გასულ ტურში წაიფორხილა, „სპარტაკ-პრიმორიესთან“ 73:81 წააგო, თუმცა გუშინ კვლავ იმარჯვა. ნოვოსიბირსკელები მოსკოვის რეგიონის გუნდ „ხიმკი-პოდმოსკოვიეს“ ესტუმრნენ და ძალიან იოლად - 85:50 იმარჯვეს.

ქართველი ფორვარდი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. დვალიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე გატარებულ 14:22 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. აკაკიმ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ციმბირულ კლუბში 13-13 ქულით კონსტანტინ პომოგალოვი და კირილ პისკლოვი გამოირჩნენ.

6 მოგებით და 1 წაგებით „ნოვოსიბირსკი“ მეორე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, ერევანში, „ურარუსთან“ გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062288