პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს მომდევნო კვირაში გაახანგრძლივებს. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა.
ფეხბურთელის აგენტი ჟერჟე მენდეში კლუბის ხელმძღვანელობას უახლოეს დღეებში შეხვდება. როგორც ცნობილი ხდება, რონალდუ "ბლანკოსთან" კონტრაქტს სამი წლით გაახანგრძლივებს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2021 წლის ივლისამდე იასპარეზებს. ასევე რონალდუ კვლავ კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს მიიღებს ევროპის ჩემპიონი.






