ფეხბურთი

12:40 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძემ 22 ფეხბურთელს უხმო

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია გეგუჩაძე სანაკრებო პაუზას გამოიყენებს და 7 ნოემბრიდან 21-წლამდე კანდიდატებს ერთკვირიან შეკრებას მოუწყობს. ვარჯიშთან ერთად ამ შვიდ დღეში ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს - 10 ნოემბერს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ თბილისის „საბურთალოს“ გაეჯიბრება, 14 ნოემბერს კი ქუთაისში საქართველოს თასის ფინალისტ „ტორპედოს“ ესტუმრება.

გია გეგუჩაძემ შეკრებაზე 22 ფეხბურთელს უხმო, რომელთაგან ოთხი ლეგიონერია:

მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო);

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბერიკა ბარბაქაძე (იმერეთი), ნიკა ქორიძე (ფოლგორე, იტალია);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ლუკა იმნაძე (გურია).

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114195