ფეხბურთი

21:00 | 1.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი "აუსტრიასთან" ვერ ითამაშებს

"რომას" კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს "ავსტრიის" წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვებს. "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ავსტრიელებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა, სადაც იტალიელი არ ფიგურირებს.

ტოტის "ემპოლისთან" ფრედ დასრულებული (0:0) შეხვედრა დაზიანების გამო გაუცდა. მიმდინარე სეზონში კი თავდამსხმელმა მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ავსტრიის" და "რომას" მატჩი 3 ნოემბერს ვენაში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112248