ფეხბურთი

20:13 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვეკვესკირი სათამაშოდ მზადაა: ჯერ "ნეფთჩი", მერე "სენტ ეტიენი"

ნიკა კვეკვესკირი გამოჯანმრთელდა და "გაბალასთან" ერთად ვარჯიში დაიწყო. ქართველი ნახევარმცველი კარგა ხნის უთამაშებელია, თუმცა 29 ოქტომბერს "ნეფთჩისთან" შესაძლოა ითამაშოს. როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, "ნეფთჩისთან" დიდი დრო არ დაეთმობა, აი ფრანგულ "სენტ ეტიენთან" კი, არაა გამორიცხული, სასტარტოში დაიწყოს.

"გაბალა"-"სენტ ეტიენი" 3 ნოემბერს გაიმართება: ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზეა საუბარი.

კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების მატჩებსაც გამოაკლდა. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჯერ არ უთამაშია. სექტემბერში ავსტრიასთან გამოძახებული იყო, მაგრამ სათადარიგოებში გახლდათ, ოქტომებრში უკვე ტრავმა ჰქონდა. მოლდოვასთან 12 ნოემბრის შეხვედრისთვის კი მზად იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111899