კალათბურთი

21:29 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გამყრელიძემ  საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა

სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, გამთამაშებელმა ლაშა-გიორგი გამყრელიძემ საკუთარი საკალათბურთო გუნდი ,,ტიტები“ ჩამოაყალიბა. ეს ინფორმაცია თავად გამყრელიძემ მოგვაწოდა.

სუპერლიგის წესებიდან გამომდინარე ,,ტიტები“ თამაშს ,,ა“ ლიგაში დაიწყებს და სუპერლიგის ერთადერთი საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ქართულის გარდა, გამყრელიძეს უცხოურ კლუბებშიც აქვს ნათამაშები. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.

გამყრელიძესთან ინტერვიუს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

0.115564