ფეხბურთი

17:28 | 26.10.2016 | ნანახია 5441 - ჯერ

გროზნის "მრისხანე" საწვრთნელი განრიგი...

ექსცენტრიული, თავისებურად ქარიზმატული, თურმე მაურინიოს დასჯის მეთოდების მიმდევარი... ალბათ, განსაკუთრებით ბოლო დროს, ამ ადამიანის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებს, ფოტოებსა და სტატიებს თუ გადახედავს კაცი, დინამო თბილისს (თუ თბილისის დინამოს, ანონსის გამოქვეყნებისას მისაყვედურეს, მაჩვურად წერას გადაეჩვიეთო. კი არ ვიცი, ეს როგორია, მაგრამ პირობას ვდებ გადავეჩვევი) ვიაჩესლავ ვიქტოროვოჩ გროზნის სახით, ახალი ტიპის თავსატეხი ჰყავს...

ბუნებრივია, ადამიანზე ასე, მხოლოდ სოციალურ ქსელებში ნანახითა და ყურმოკრულით აზრს არასდროს შევიქმნი. არც, ჩამოსვლისთანავე მის ლანძღვას ანდა ქებას დავიწყებ. თუმცა, ერთი ფაქტია, მედიისთვის წარდგენამდე, როგორც ჩანს, გროზნი, კარგად „დაამუშავეს“ (ამ სიტყვის გამოყენებისთვისაც ნუ გამომეკიდებით), რადგან მთელი პრესკონფერენიის განმავლობაში დინამოელთა ახალი თავკაცი ცდილობდა მედიისადმი თავის სიყვარული და ერთგულება დაემტკიცებინა.

„ყველა იმ ჟურნალისტთან, ვინც წერს სიმართლეს, დღემდე მაქვს ურთიერთობა. ვიცი, რომ რთული სამუშაო გაქვთ და ვაფასებ თქვენს შრომას“, გამოგვიტყდა ვიაჩესლავ ვიქტორის ძე პრესკონფერენციაზე. შესაძლოა, ვცდები და ეს კარგად ტაქტიკურად დამუშავებული სვლაა, მაგრამ ასე ურთიერთობაში არაა ცუდი ადამიანი და როგორც ჩანს, ჟურნალისტებთანაც უყვარს უშუალო კონტაქტის დამყარება. ისე, დინამოს უცხოელ მწვრთნელებს თუ გავიხსენებთ - მედიასთან საკმაოდ მეგობრულად ივო შუშაკი, ალექს გარისა და თქვენ გაგიკვირდებათ და იურაი იარაბეკიც კი იყვნენ განწყობილი... სხვათა შორის, უკვე ვარჯიშის დროს, გროზნი მომიახლოვდა და კიდევ ერთი სიახლე მითხრა, რის შესახებაც წარდგენისას თქმა დაავიწყდა. „აი, პრესკონფერენციაზე დამავიწყდა მეთქვა. ჩვენ ყველა ვარჯიშს ასე გადავიღებთ და მერე, მომენტალურად გავარჩევთ ხოლმე, რომ ვნახოთ ვის რა ხარვეზი აქვს და გამოვასწოროთ ხოლმეო“, მითხრა გროზნიმ, მას შემდეგ, რაც ახლადმორგებულ დინამოს ამუნიციაში გამოწყობილმა, როგორც იქნა ახლათახალ საკლუბო ზურგცანთაში მიაგნო კეპს და თავზე მოირგო... წვიმა კარგის ნიშანია. ყველაფერი კარგად წავა. თქვენ, ალბათ ბურთით ვარჯიშის გადაღება უფრო გაინტერესებთ და ამას, სადღაც 10-15 წუთში დავიწყებთ და გადაიღეო, მომაძახა და გუნდს შეუერთდა.

მანამდე, კი იყო პრესკონფერენცია, რომელზეც, როგორც ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ აღნიშნა ქართველები და უკრაინელები „ოკუპანტის“ ენაზე, ყოველგვარი თარგმანის გარეშე ვსაუბრობდით. თუმცა, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ეს ამბავი არავის გაუპროტესტებია. აი, რუსულ ენაზე დასმული ჩემი შეკითხვა კი ახალგაზრდა კოლეგებს ძალიან მოხვდათ ყურში. სწორედ ამიტომ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული, გროზნის მოკრძალებული (როგორც წესი, ბოლო დროს, ტრადიციადქცეული მწვრთნელთა და დირექტორთა წარდგენა დინამო არენაზე ხდებოდა ხოლმე ზარზეიმით) წარდგენას ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემით დავიწებ.

"დინამიადა"

დინამო თბილისი და კიევის დინამო დღეიდან დამეგობრებულ კლუბებად გამოცხადნენ. ამ განცხადებამდე, ცოტა ხნით ადრე, რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ ჟურნალისტებს გამოგვიცხადა, რომ დინამოს მწვრთნელების შერჩევისას ჰოლანდიელ, ბელგიელ, ავსტრიელ და გერმანელ მწვრთნელებთან ერთად, ყოფილი საბჭოეთიდან განიხილეს კანდიდატურები და არჩევანიც ისეთზე შეარჩიეს, რომლის მენტალური კრიტერიუმები ქართულთან თანხვედრაში მოვიდა. გამომდინარე აქედან, სულ არ გამიკვირდება „ტერეკთან“ „ლეზგინკის“ მოცეკვავემ, მალე „კინტაური“ რომ დაუაროს, მით უმეტეს, რომ იმ თაობის ადამიანის ვისაც საბჭოეთში უცხოვრია, არც „ლეზგინკა“, არც „კინტაური“ და არც „გოპაკია“ (უკრაინული ხალხური ცეკვა) უცხო... იმ დროს, თბილისის, მოსკოვის, კიევის და მინსკის დინამოებიც უპრობლემოდ მეგობრობდნენ. აი, დინამოს ფიფიას ხელში გადასვლის შემდეგ, კი კიევის დინამო მეორე იქნება, იმ დინამოებიდან (მოსკოვის შემდეგ), ვინც თბილისურ დინამოს უმეგობრდება.

ორი დინამოს მეგობრობისას, თბილისელთა ახალი მთავარი მწვრთნელი არ გამორიცხავს, რომ თბილისდან კიევში, კიევიდან კი თბილისში, ახალგაზრდა ფეხბურთელები გაცვალ-გამოცვალონ. მოგეხსენებათ, ჩვენი დინამოელების გარკვეულ ნაწილს დეკემბერში კლუბთან ხელშეკრულებები უმთავრდებათ. თავისუფალ აგენტებად გაშვებამდე, რომ „დინამო“ თავისას გააკეთებს და ფეხბურთელების გაყიდვასაც შეეცდება რა გასაკვირია. მით უმეტეს, რომ ბიჭებს „კარგ კლუბებს“, უკვე შეპირებულებიც არიან. ამიტომ, „გაცვლითი პროექტის“ შესახებ, გროზნის დღევანდელმა განცხადებამ, ჩემი შეკითხვა გამოიწვია.

„მართლაც, არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი გარიგება მოხდეს. მე ჯერ არ ვიცი რა პოზიციებზე და რომელი ხაზის მოთამაშეებზე შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ როგორც კი ჩამოვყალიბდებით, გავფრინდები კიევში და მოვილაპარაკებთ. დღეს მოთამაშეებს ვუთხარი, ზოგიერთ თქვენგანს გიმთავრდებათ კონტრქატი. თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ, სხვა დონეზე. მაგალითად, როგორც კალაძე, ანანიძე და ა.შ. ისე, როგორც სხვა ტალანტი ქართველი ფეხბურთელები განვითარდნენ თქვენს თვალწინ. კალაძე, კიევის დინამოში აიყვანეს, როგორც ძლიერი და მართლაც ტალანტი ფეხბურთელი და კიევის დინამოს გავლით, მილანამდე მივიდა. ჯანო, ახლა მოსკოვის სპარტაკშია. ნუთუ ეს არ არის გზა? მაგრამ ისე, როგორც თქვენ დღეს დაღოღავთ მოედანზე, ვინ რომელ კლუბში დაგიძახებთ? ლამაზი თვალებისთვის არავინ დაგიძახებთ. სერიოზულად უნდა მიუდგეთ ამ საქმეს. მზად ვართ მოგეხმაროთ, კლუბი და მეც მაქვს ამის შესაძლებლობა. ვისაც არ უნდა კლუბში დარჩენა კიდევ, აზრიც არ აქვს, რომ ძალით დავტოვოთ. თუ არის იმის იმედი, რომ კარგი ფეხბურთელი დარჩეს გუნდში, ამისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ უნდა მივცეთ მოტივაცია. ფინანსური არა. ფინანსურ მხარეს, იქ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოიმუშავებენ, მილანში, კიევის დინამოში, მაგრამ ფეხბურთის თამაში უნდა ისწავლონ აქ და ამისთვის ყველა პირობაა. იანვრიდან გუნდში გვინდა იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ახალ სეზონს, ახალი სისტემით დინამო თბილისთან ერთად დაიწყებენ“.

ფიზიკაში "ოროსნები"...

იმისთვის, რომ არ „იღოღონ“ და როგორც პრესკონფერენციის დროს გროზნიმ აღნიშნა ფიზიკურად მომძლავრდნენ 25 ოქტომბრიდან დინამო სამჯერად ვარჯიშებე გადავიდა. არ ვიცი, დიდი ალბათობით, შესაძლოა ვცდები, მაგრამ სეზონის დროს, თამაშებს შორის სამჯერადი ვარჯიშები ცოტა არ იყოს გადამეტებულად მეჩვენება. ბოლოს, დინამო თბილისის ფეხბურთელებს, მსგავსი დატვირთვა ავსტრიულ შეკრებაზე ჰქონდათ. სხვისი არ ვიცი, მაგარამ შეკრებიდან დაბრუნებულები, დინამოს მოთამაშეთა დიდი ნაწილი ევროთასებზე ცოტა „გადამწვრები“ მეჩვენენ. არა, იმას სულაც არ ვამბობ, რომ სამჯერადი ვარჯიში ჩემთვის მიუღებელია. პირიქით - დღეს, დინამოს ვარჯიშის შემხედვარე, მე და ჩემი ერთი კოლეგა ვხუმრობდით კიდეც, ჩვენი ნება რომ იყოს, 2 კვირა ასე გაუჩერებლად ვაძუნძულებდითქო...

...მაგრამ, აი, მომკალით და ბატონ გროზნის ვერ დავეთანხმები, რომ დინამო, მხოლოდ 60 წუთი თამაშობს და მერე ჩერდება. ვინც ეროვნულ ჩემპიონატებს რეგულარულად ესწრება (განსაკუთრებით, ყურადღებას გასული 2015-2016 წლების სეზონის მეორე ნახევარზე ვამახვილებ) არ შეიძლება არ დამეთანხმოს, რომ დინამო ბოლო 10-15 წუთში „ჭამდა“ ნებისმიერ გუნდს. ლაპარაკი მაქვს ქართულ რეალობაზე. სამაგიეროდ, ვიაჩესლავ ვიქტოროვიჩს, აბსოლუტურად ვეთნხმები, გუნდის უმოტივაციობის საკითხში. იმაშიც, რომ ბევრი სათამაშო ხარვეზია. და კიდევ იმაში, რომ მიმდინარე ჩემპიონატში 60 წუთის შემდეგ კი არა, გუნდი ფაქტიურად გაჩერებულია... ბევრჯერ მითქვამს და კიდევ განვმეორდები - რომელ მოტივაციაზეა ლაპარაკი, როცა 2016 წლის მაისში, დინამოს აკადემიაში გამართული შეხვედისას კლუბის პრეზიდენტმა, ერთსახოვნად განაცხადა, რომ თუ დინამო ვერ მოხვდებოდა ევროთასებზე, ის მთავარი გუნდის მიმართ ინტერესს დაკარგავდა, ის კი არა და შესაძლოა საერთოდაც დაშლიდა და აკადემიაზე გადაერთვებოდა...

ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულება 20-21 წლის ასაკში, ნებისმიერს გადააგდებდა პესიმიზმში და გაუცნობიერებლად ყველა, თავის გადარჩენის და საკუთრი გზის ძებნას შეუდგებოდა. მინდა - მაქვს, აღარ მინდა - ვხურავ... ასეთი მიდგომა პირადად ჩემთვის მიუღებელია. ბუნებრივია, კაცი, რომ საკუთარი ჯიბიდან დებს ფულს, როცა უნდა მისსავე ბიზნესს, მაშინ დახურავს, მაგრამ ბიზნესი თუ დინამოა და იქ ადამიანები, ვისაც „სამწლიანი გარანტია“ მიეცი, ელემენტარული გარიგების პირობა, ვალდებული ხარ დაიცვა. ჰოდა, თუ რუსულ ენაზე დასმული შეკითხვები გვაღიზიანებს, „ჩექმის“ და „მათრახის“ შიშით აშენებული „ქვეყნის’ ისტორიაც არ გვესწავლება, დიდად არც იმის შესახებ უნდა ვიფიქროთ, რატომ აღმოჩნდა დინამო ასეთ ვითარებაში. ახლა, კვლავ გროზნის დავუბრუნდეთ. უფრო ზუსტად, კიდევ რამდენიმე თემას მისი დღევანდელი პრეზენტაციიდან, რასაც იმედი მაქვს, ვიაჩესლავ ვიქტოროვიჩთან ერთად კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები.

თემა პირველი - არ ვიცი, შესაძლოა მე მომესმა, მაგრამ კაცი, რომელიც აღფრთოვანებულია დინამო თბილისის ინფრასტრუქტურით და იმ მუშაობით, რომელიც თუნდაც აკადემიაში მიმდინარეობს, რამდენიმე წუთის შემდეგ აცხადებს, რომ დინამოში, ბავშვობიდან სწვალების მეთოდიკა არის შეცდომით აგებული...

თემა მეორე - მე ვარ პასუხიმგებელი ყველა შედეგზე, რასაც გუნდი აჩვენებს. თუ რამე ისე ვერ გამოვიდა, ჩემი ბრალია. ე.ი. ვერ შევაგნებინე. ფეხბურთის ენა ერთია, ამიტომ მე დამადანაშაულეთ, ისინი ახალგაზრდები არიან და შესაძლოა ეწყინოთ და არასწორად გაიგონ.

თემა მესამე - ჯერ არ ვიცი ქართული ენა, მაგრამ ვისწავლი. ბულგარეთში მუშაობისას ბულგარული შევისწავლე. ქართულად წერა და კითხვა უფრო რთულია, მაგრამ შევეცდები.

თემა მეოთხე - გროზნი სიმპათიით არის განწყობილი ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშეების მიმართ.

თემა მეხუთე - გროზნის უნდა გახდეს საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი. „მე ამისთვის ყველფერს გავაკეთებ. დინამო თბილისმა ისე უნდა ითამაშოს, რომ ჟურნალისტებმაც დააფასოთ“

თემა მეექვსე- „აქ ფინანსური მდგომარეობის გამო არ ჩამოვსულვარ. მე მაინტერესებს მუშაობა ამბიციურ კლუბში და დინამო თბილისი ასეთი კლუბია“.

თემა მეშვიდე - "ინფრასტრუქტურა კარგია... აკადემიაც... მერე ვიყავი სტადიონზე და არ იყო ქომაგი. რა ხდება? დიდმა კლუბმა მთელი სტადიონი თუ არა, ისეთი რაოდენობა მაყურებლი უნდა შეკრიბოს, რომ გუნდს ქომაგობა ჰქონდეს“.

ყბადაღებული სამწლიანი...

და ბოლოს, პრეზენტაციაზე აშკარად დეჟავიუ მქონდა მეც და იქ დამსწრე სხვა კოლეგებსაც. თუნდაც სულ დამწყებებს და ახალგაზრდებს. რატომ? რატომ და იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, დასახელდა 3 წელი, 3 წელზე გათვლილი გეგმები და 3 წლიანი პროგრამა. დაანონსებული სამი წელი, რომელიც სულ ჩვენს გვერდშია, მაგრამ ექვს, ჰა-ჰა რვა თვეს ვერ აცდა. ამასობაში კი იცვლებიან მწვრთნელები, დირექტორები, მენეჯერები, მოჩვენებასავით გაელვებული ლეგიონერები, დინამო თბილისი თუ თბილისის დინამო კი მერამდენე წრეზე იწყებს ტრიალს. თუმცა ეს კიდევ სხვა სტატიის თემაა.

თამარ ჯიშკარიანი

tajiji.blogspot.com

ჩიხურა   1 - 1    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

გურია   0 - 2    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   3 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 1    კოლხეთი

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   0 - 3    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

ზუგდიდი   1 - 0    დილა

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:44 | 27.10.2016
kakhaberry (2243)

ისე ცოტა თემიდან გადავუხვევ და ზოგადად ამ საიტს და კიდევ ბევრსაც აკლია ამ ტიპის ვრცელი სტატიები. მაჩვური არ ვიცი და აქაურ ორაბზაციან სიახლეებს კი ჯობია თემის ასე გაშლა და ცოტაც ანალიზი. თუმცა ბევრს ეზარება და გადათარგმნე-დაწერეს აწვებიან ან მშრალ მიმოხილვას.

ამ მხრივ გოგოები აშკარად უფრო მონდომებულები არიან, ესპანეთის ლალიგას არჩევდა ხოლმე ადრე ერთი გოგო თავის საიტზე ზალიან დაწვრილებით და საინტერესოდ, არ ვიცი კიდევ არის თუ არა ის საიტი.

15:39 | 27.10.2016
kakhaberry (2243)

კვირაში კი არა დღეში სამჯერად ვარჯიშებზეა ლაპარაკი წესით, კვირაში სამჯერ ხო 8 წლის ბავშვებიც ვარჯიშობენ ))
დაკონკრეტებული არაა, მაგრამ სამჯერადი ვარჯიში დღეში სამჯერ ვარჯიშს ნიშნავს. ავსტრიაში ქონდათ ასეთი დატვირთვაო და ავსტრიაში კვირაში სამჯერ ვარჯიშობდნენ? )

შეყარე მოედანზე და წავიდა დილა-შუადღე-საღამოს, შუალედებში თეორიულები. ეს არ ვიცი რა კაცია, მაგრამ ორჯერად ფიზიკურ ვარჯიშებს ლოპბანოვსკი ატარებდა ხოლმე როგორც მახსოვს კიევში და იმიტომ იყვნენ ცხოველებივით, სადღაც წავიკითხე კალაძე მილანში რო გადავიდა გაშტერებულები უყურებდნენ, ამდენს რატომ დარბიხარო )

10:50 | 27.10.2016
BEERTRANCE (92660)

ახალი ცირკი გველის ამის შესრულებით DDDDDDDDDDDDDD

02:05 | 27.10.2016
დროშა ვერ დაკიდენ (9811)

https://www.youtube.com/watch?v=MRXbDNmEW8Y DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდ

02:00 | 27.10.2016
დროშა ვერ დაკიდენ (9811)

DDDDDDDDDDDDDDDDDDD ეს რა პრიკოლი მოგიყვანიათ ბიჯოო დინამო DDD: https://www.youtube.com/watch?v=mfqj-NeEhg8

23:19 | 26.10.2016
dinamo tbilisi (95)

ესე წერენ: ცირკი თბილისში წავიდაო

23:16 | 26.10.2016
dinamo tbilisi (95)

უკრაინულ და რუსულ სპორტულ საიტებზე შედით ნახეთ როგორ დაგვცინიან რომ ეს ჩამოვიყვანეთ,ფიფია ზღაპრების ფერია ხარ ნამდვილად ფუიიი

22:29 | 26.10.2016
shotai-olimpi (2666)

რაიოო? სამჯერადი ვარჯიში კვირაში ბევრიაო? ეს დადაძაღლი 600 ლარის გულისთვის მთელი დღე ვმუშაობ შაბათი და კვირა ჩემთვის არ არის და ამათ ყოველდღე ორი საათი სირბილი არ ყოფნით? და ათასებს რატომ არ გვიხდიანო პრეტენზია აქვთ? სამჯერადი კი არა თამაშის წინა და მომდევნო დღეს დაასვენეთ და ეგაა!!! დალშე შეაგდეთ მოედანზე და არბენინეთ ასე მიიღებთ შედეგს!!!

22:13 | 26.10.2016
meleksa (1825)

ისე კვირაში ორჯერ სამოყვარულო გუნდები აღარ ვაჯრიშობენ და ამ ''პროფესიონალებს'' როგორ ყოფნით ნეტა? 2 დღე ვარჯიში, 1 დღე თამაში და კვირაში 4 დღე ჩუკენობა

22:11 | 26.10.2016
meleksa (1825)

გადაიწვნენ ავსტრიაში ბიჭები ჩამოკრეს ალბათ ყველა ქერა ავსტრიელის დანახვაზე და აბა რა მოუვიდოდათ

21:50 | 26.10.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

აუ ივან შე ზოდიაქოთი ასო შენა რა,სსსრ დაგიკუკე ჰორიზონტალურად,არაყი გომი გადაარტყით სახეზე და მერე მაგრა გიხსნება,იმენა იმოზგება ,ტაქტიკოსიჩი ხდება ვალშებნაია ვადა ბატონო ივან პე ნისოვიჩ

21:13 | 26.10.2016
araza-1918 (4666)

ჭანტურია ჩისამბა ლუნგუს ურალმა დაამარცხა ჯიქია ხურციძის ამკარი პენალტებით რომლების ურალის ქართველებმა გაიტანეს

21:00 | 26.10.2016
რაჭა (8778)

იმას რაც იყო მაინც ეს ჯობია....
წარმატებები

20:18 | 26.10.2016
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6600)

შეკრების მერე გაдამწვარები მეჩვენებოдნენო DDDDDDDDDDD
ეგ იმიტომ, რომ მთელი წლის მანძილზე, ეგ ერთი შეკრება აქვთ ფიზიკურ მომზაдებაზე აქცენტირებული дა ბუნებრივია იფიტებიან. იმეдია გროზნის ბევრაд дიдი дატვირთვები ექნება. აბსოლუტურაд дარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა სუსტი ფიზმომზაдებაა.
ძნელი იქნება, მაგრამ არაუშავს. თუ სხვა უძლებს, ესენიც გაუძლებენ.

19:19 | 26.10.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

აუ ივან შე ზოდიაქოთი ასო შენა რა,სსსრ დაგიკუკე ჰორიზონტალურად,არაყი გომი გადაარტყით სახეზე და მერე მაგრა გიხსნება,იმენა იმოზგება ,ტაქტიკოსიჩი ხდება ვალშებნაია ვადა ბატონო ივან პე ნისოვიჩ

სტატისტიკა
0.240475