ფეხბურთი

16:36 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძეს კონტრაქტი გაუგრძელეს

ალმათის "ქაირათმა" კახა ცხადაძეს სამი წლით გაუგრძელა კონტრაქტი. 48 წლის ქართველი სპეციალისტი შედეგიანად მუშაობს და მიმდინარე სეზონში "ქაირათმა" მისი თავკაცობით 21 მატჩი მოიგო, ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და თანაც, დიდი უპირატესობით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ქაირათს" აპრილის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში და ამ წლის ბოლომდე ჰქონდა ხელშეკრულება. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი, ცხადაძის გუნდი შოთა არველაძის თელ-ავივის "მაკაბისთან" დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.331461