ფეხბურთი

23:06 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის მეთერთმეტე ცდა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა “ფრანს ფუტბოლის” ნომინირებული 30 ფეხბურთელის ვინაობა “ოქროს ბურთის” კანდიდატურაზე. მათ შორისაა, შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომლისთვისაც ეს მეთერთმეტე ნომინაცია აღნიშნულ პრიზზე.

იბრა პირველად 2003 წელს მოხვდა “ფრანს ფუტბოლის” ყურადღების სფეროში და მაშინ მეოცე ადგილზე გავიდა. მიუხედავად 10 ნომინაციისა, ზლატანს საუკეთესოობა დღემდე არ ხვდა წილად. საუკეთესო შედეგი 2013 წელს აჩვენა, როდესაც მე-4 ადგილი დაიკავა.

ხსენებულ წლებში იბრაჰიმოვიჩის გარეშე “ოქროს ბურთის” დაჯილდოვებამ 2006, 2010 და 2011 წლებში ჩაიარა.

აქვე გთავაზობთ იბრას ყველა შედეგს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე:

2003 – მე-20 ადგილი

2004 – 14-ე ადგილი

2005 – მე-8 ადგილი

2007 – მე-7 ადგილი

2008 – მე-9 ადგილი

2009 – მე-7 ადგილი

2012 – მე-10 ადგილი

2013 – მე-4 ადგილი

2014 – მე-13 ადგილი

2015 – მე-11 ადგილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122704