კალათბურთი

18:07 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მაკაბიმ” ედელშტეინი გაუშვა

თელ-ავივის “მაკაბიმ” გუნდის მთავარი მწვრთნელი 55 წლის ერეზ ედელშტეინი თანამდებობიდან გაათავისუფლა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"მაკაბის" თავკაცებმა ედელშტეინი მას შემდეგ დაითხოვეს, რაც გუნდმა ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში ორიდან ორი შეხვედრა წააგო. 55 წლის სპეციალისტის ადგილს, დროებით, მისივე ასისტენტი რამი ჰადარი დაიკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115166