ფეხბურთი

20:30 | 23.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საპოვნელა": ჩიტაური წავიდა, მახარაძე ინიშნება

თერჯოლის "საპოვნელას" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება: გიორგი ჩიტაურმა პოსტი დატროვა და მის ნაცვლად, სავარაუდოდ, თემურ მახარაძე დაინიშნება.

ჩიტაური სეზონის დასაწყისიდან წვრთნიდა თერჯოლის გუნდს, რომელსაც პირველ ლიგაში 10 ტურში 12 ქულა აქვს და ბოლოსწინა პოზიციაზეა. ჩიტაური მანამდე დიდხანს მუშაობდა თბილისის "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდებში, ბოლოს სელექციონერადაც.

მახარაძეს რაც შეეხება, არაერთ ქართულ გუნდში უმუშავია, ბოლოს კი ლანჩხუთის "გურიაში" იყო, სადაც მიმდინარე სეზონის საწყისი ტურების შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით გაწვიტა კონტრაქტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12321