ფეხბურთი

18:13 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო": გროზნის გარდა, კიდევ არაერთი ვარიანტია

ვინ იქნება თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, ჯერ უცნობია. უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნის ვარიანტი ძალაში რჩება, მაგრამ მის გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატურაა და როგორც შევიტყვეთ, არაა გამორიცხული, კიდევ რომელიმე მწვრთნელი ჩამოვიდეს საქართველოში მოლაპარაკებაზე.

"დინამო" ხვალ გამართავს ჩემპიონატის მატჩს "ცხინვალთან", შემდეგ ტურს ტოვებს და 6 ნოემბრამდე აღარ ექნება უმაღლესი ლიგის თამაში. ასე რომ, დრო ჯერ არის, მაგრამ "დინამოს" ხელმძღვანელობა დროის დიდად გაწელვას არ აპირებს და დიდი ალბათობით, მომდევნო კვირაში გაირკვევა ახალი თავკაცის ვინაობა.

კანდიდატებს შორის არიან როგორც პოსტაბჭოური, ასევე მის მიღმა ქვეყნების წარმომადგენლები.

"დინამო" შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე გააკეთებს აქცენტს და სწორედ ისეთი სპეციალისტის მოწვევას აპირებს, რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11208