ფეხბურთი

11:29 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა - მეათე ტური

22-23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეათე ტურის მატჩები გაიმართება. გულშემატკივრებს ტურის ექვსივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ. „სამტრედია“ – „საბურთალოს“, „კოლხეთი 1913“ – „სიონისა“ და „ლოკომოტივი“ – „ჩიხურას“ ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ. „დილა“ – ბათუმის „დინამოს“ ტელეკომპანია თრიალეთი, „შუქურა“ – „გურიას“ აჭარის ტელევიზია, თბილისის „დინამოსა“ და „ცხინვალის“ დაპირისპირებას კი, დინამოელთა ვებ-გვერდი.

ცენტრალურ დაპირისპირებას თბილისი უმასპინძლებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. საჩხერლები 17 ქულით თეთრ ჯგუფს ლიდერობენ, თბილისელებს კი, 11 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე არიან. პირველ წრეში აღნიშნული გუნდების მატჩი იმერელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართება გორში. „დილა“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ მიიღებს. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს. გორელებს 7 ჩატარებულ შეხვედრაში 9 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილს იკავებენ, ბათუმელებს კი, 8 მატჩი აქვთ ჩატარებული, 13 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე არიან. პირველ წრეში ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გამართული მატჩი აჭარელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ქობულეთის „ჩელე არენაზე“. ადგილობრივი „შუქურა“ საკუთარ მოედანზე ლანჩხუთს „გურიას“ უმასპინძლებს. მასპინძლებს 7 ქულა აქვთ და უმაღლესი ლიგის თეთრ ჯგუფში ბოლო, მეშვიდე ადგილზე არიან. ლანჩხუთელებს კი, 8 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციაზე არიან. მიმდინარე სეზონში გუნდების პირველი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. უმაღლესი ლიგის დარჩენილ შეხვედრებში, ფოთის „კოლხეთი“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს, „სამტრედია“ თბილისის „საბურთალოს“, თბილისის „დინამო“ კი, „ცხინვალს“.

შუქურა - გურია

ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.adjaratv.ge

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ა. კოკაია, ზ. ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი

დისკვალიფიკაცია: გიგა ჭეიშვილი, გიორგი ჭედია (ორივე გურია)

დილა - დინამო ბთ

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.trialeti.ge

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: ირაკლი მოდებაძე (დილა), თორნიკე თარხნიშვილი (დინამო ბთ)

ლოკომოტივი - ჩიხურა

თბილისი, "მიხეილ მესხი", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ბ. გლუშჩუკი, დ. სანოძე, გ. დოგრაშვილი

სამტრედია - საბურთალო

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, პ. მაჭარაძე

კოლხეთი 1913 - სიონი

ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ფიფია, გ. ვარდიძე, შ. ქუხილავა, ა. ბასლეჰლო

დისკვალიფიკაცია: იგორ ოზარკივი, ლაშა ჯღამაია, ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე (ყველა კოლხეთი 1913)

დინამო თბ - ცხინვალი

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.fcdinamo.ge

დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა (ორივე დინამო თბ)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. თოდრია, ს. სპიცინი, ა. ნონიკაშვილი

სფფ-ის პრესსამსახური

0.114095