თამაშგარე

15:37 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეფინა, ივანი და სერიალები...

ჩილელი მოდელი ჟოზეფინა კისტერმასი წლების წინ მთელს ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და პოპულარულ ლამაზმანად ითვლებოდა. ამ ქალისადმი საყოველთაო ყურადღებას მართლაც აღსანიშნი გარეგნული მხარეების გარდა ისიც განაპირობებდა, რომ ჟოზეფინა ფეხბურთელ ივან სამორანოს გულისსწორი გახლდათ.

ივან სამორანოსა და ჟოზეფინა კისტერმასს შორის დაახლოებით სამწლიანი ვნებიანი რომანი ლათინური სერიალის მსგავსად დასრულდა. ვეტერანი ფეხბურთელი ყველასათვის მოულოდნელად თავად გაშორდა ასეთ მწყაზარ ქალბატონს და დღემდე ვერავინ გაარკვია ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

ახლა ჟოზეფინა კასტერმასი სამოდელო საქმეს შეშვებულია, მაგრამ მისი პოპულარობა ჯერ კიდევ არ ჩანავლებულა, რადგან სხვადასხვა სატელევიზიო სერიალში მონაწილეობს და როგორც იცით, ლათინოამერიკული სერიალები ჯერ კიდევ პოპულარული “საპნის ოპერებია”. თუ არ გჯერათ, ახლობელ შუახნის ქალბატონებში გაიკითხეთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114536