ფეხბურთი

17:42 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია “მარსელში” იმუშავებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ მარსელის “ოლიმპიკს” ამიერიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, “მარსელს” რუდი გარსია გაწვრთნის, რომელმაც კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რუდი გარსია ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმუშევარი იყო, ბოლოს კი, იტალიურ “რომას” ედგა სათავეში, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

ისე კი, 52 წლის ფრანგ სპეციალისტს საუკეთესო პერიოდი “ლილში” ედგა, რომელთანაც ერთად 2011 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და თასიც მოიპოვა.

რაც შეეხება “მარსელს”, მიმდინარე სეზონს გუნდი წარუმატებლად ატარებს და ლიგა 1-ში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ 12 ქულით მეთორმეტე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113325