ფეხბურთი

17:17 | 19.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოკუ "ბაიერნის" წარუმატებელი სერიის გაგრძელებას აპირებს

პსვ-ს მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ "ბაიერნთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ ჩემი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იქნება და თამაშის რიტმს არ ჩამორჩება, ვინ იცის იქნება მიუნხენელთა წარუმატებლობა გავაგრძელოთო.

"დიდ გუნდთან თამაშს მოტივირებულები და ღრმა რწმენით, მოუთმენლად ველოდებით. ჩვენ გვაქვს შანსი ჰოლანდიაში პოზიტიური შედეგით დავბრუნდეთ. არიენ რობენი ჩვენ მცველებს პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ "ბაიერნთან" ვაპირებთ დაპირისპირებას და არა მარტო რობენთან. "ბაიერნი" შეეცდება შეწყვიტოს მოუგებელი სერია, მაგრამ თუ თამაშის რიტმს არ ჩამოვრჩებით, ვინ იცის რა მოხდება..." - განაცხადა კოკუმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდიურ გრანდს ორი წაგება აქვს, ერთი ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან", ხოლო მეორე - ერედივიზიონის ლიდერ "ფეიენოორდთან". ბოლო სამი მატჩი "ბაიერნის" მსგავსად, არც პსვ-ს აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062468