ფეხბურთი

12:45 | 19.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერისთვის პრემიერლიგა უფრო პრიორიტეტულია

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "კოპენჰაგენთან" მოგებული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ რთულ თამაშს ელოდა და მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

"დაძაბულ მატჩს ველოდი, მაგრამ კარგად ვიასპარეზეთ. ჩვენი თამაში პრემიერლიგის ბოლო შეხვედრისგან განსხვავდებოდა, თუმცა ლიგის დებიუტანტებისთვის ასეთი შედეგი ნორმალურია. ვამაყობ ჩემი გუნდით და მინდა გამარჯვებები პრემიერლიგაშიც მოვიპოვოთ. ლიგაზე კარგად გამოვდივართ, ხოლო შიდა ჩემპიონატში ქულებს ვკარგავთ და ეს ფაქტი უნდა შევცვალოთ. ინგლისის ჩემპიონატი ჩვენთვის უფრო პრიორიტეტულია." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"მელიები" ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფს 9 ქულით ლიდერობენ და უახლოეს მდევრებს 5 ქულით უსწრებენ. განსხვავებული სიტუაცია აქვს რანიერის გუნდს პრემიერლიგაში, სადაც "ლესტერი" 8 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 11 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112111