ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოსი კორტს 2017 წლის 15 იანვარს დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
საქმე ის გახლავთ, რომ შანხაის მასტერსზე კირგიოსი მიშა ზვერევის მატჩზე ავსტრალიელმა მაყურებლების მიმართ არაკორექტული შეძახილები გააკეთა, რის გამოც ჩოგბურთელმა დისკვალიფიკაცია მიიღო, კირგიოსს ასევე ჯარიმის სახით 25 000 დოლარის გადახდა დაეკისრა.