ფეხბურთი

11:17 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიოსა და “იუნაიტედის” ანტირეკორდები

ჟოზე მოურინიოს თავის კარიერაში “ლეირიას” მწვრთნელობის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად 8 ტურში მხოლოდ 14 ქულის მოპოვება შესძლო – სხვათა შორის, “განსაკუთრებულს”, ვან გაალზე უარესი მაჩვენებლი გააჩნია 8 ტურში – ჰოლანდიელს 16 ქულა ჰქონდა.

ამასთან, “ლივერპული” – “მანჩესტერის” შეხვედრა პრემიერლიგის ეგიდით 2005 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად დასრულდა მშრალი ანგარიშით.

“მანჩესტერს” არც ბურთის ფლობაში სწყალობდა ბედი – “მანკუნიანელებმა” ამ მხრივ მხოლოდ 35%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირეს, რაც 2003 წლის შემდეგ ამ კლუბის მიერ დამყარებული ანტირეკორდია.

“ლივერპულმა” კი იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით მეორედ ვერ მოახერხა გოლის გატანა საკუთარ მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულისა” და “მანჩესტერის” დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. რვა ტურის შემდგომ “ლივერპულს” 17, “მანჩესტერს” კი 14 ქულა აქვთ.

0.127602