ფეხბურთი

22:45 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალის” ზედიზედ მე-6 გამარჯვება, ჩემპიონის შავი დღე და გმირი შტეკელენბურგი

პრემიერლიგის 2015/2016 წლების სეზონის გამარჯვებულმა “ლესტერმა” მოახერხა და მიმდინარე ჩემპიონატის საწყის 8 ტურში იმაზე მეტი შეხვედრა წააგო, ვიდრე განვლილ მთლიან სეზონში. კლაუდიო რანიერის შეგირდები “სტემფორდ ბრიჯს” ეწვივნენ და უშანსოდ დამარცხდნენ.

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ 3-4-3 ტაქტიკა აარჩია, რამაც აბსოლუტურად გაამართლა და მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში დომინირებდნენ. ანგარიში მე-7 წუთზე დიეგო კოშტამ გახსნა, ხოლო 33-ე წუთზე ედენ აზარმა სხვაობა სოლიდური გახადა. ორივე მოთამაშემ გატანილი გოლი ვილიანის დედის ხსოვნას მიუძღვნეს. ბრაზილიელ მოთამაშეს დედა გუშინ გარდაეცვალა. ლონდონელებს კიდევ რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შეექმნათ, რომელთაგან გამოსარჩევი დავიდ ლუისის ჯარიმებია. ბრაზილიელმა ერთ შემთხვევაში ძელს გაარტყა, ხოლო მეორე ეპიზოდში შმეიხელმა ივარგა.

შეხვედრის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. “ლესტერს” ვერც სლიმანის და მაჰრეზის შემოშვებამ უშველა და შეხვედრა ისე დასრულდა, რომ “მელიებს” კურტუას კარის მიმართულებით ზუსტად არ დაურტყამთ. ლონდონელებმა კი, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მესამე ბურთის გატანაც მოახერხეს – შეცვლაზე შემოსული ჩალობას ეფექტური გადაცემა ვიქტორ მოზესმა შეირგო და მე-80 წუთზე ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 3:1.

“ლესტერის” გასამართლებლად ერთადერთი რაღაცის თქმა შეგვიძლია. “მელიებს” ძალიან რთული კალენდარი ხვდათ წილად და საწყის 8 ტურში 4 ძლიერ გუნდთან მოუწიათ დაპირისპირება. კლაუდიო რანიერის შეგირდებმა ახლა შედარებით უნდა ამოისუნთქონ და ნელ-ნელა ქულების დაგროვება დაიწყონ. თუმცა, ერთი რამ ფაქტია – “ლესტერი” შარშანდელივით ძლიერი აღარაა. კლუბებთან, რომლებთანაც მოქმედი ჩემპიონი განადგურდა, განვლილ სეზონში თავისუფლად უმკლავდებოდა.

“მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ევერტონი” მიიღო და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ ქულას გამორჩა. 90 წუთის განმალობაში ერთი გუნდი თამაშობდა, ხოლო მეორე უბრალოდ თავს იცავდა, მაგრამ ტაბლოზე ეს არ აისახა. კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ვეტერანმა კიპერმა მარტინ შტეკელენბურგმა, რომელმაც 7 სეივი განახორციელა და აქედან 2 მოგერიებული 11-მეტრიანია. ორივე პენალტი ფილ იაგიელკამ აიკიდა, თუმცა ჰოლანდიელმა მეკარემ თანაგუნდელის შეცდომები გამოასწორა და ჯერ კევინ დე ბრუინს არ გაატანინა, ხოლო შემდეგ სერხიო აგუეროს.

სტუმრებმა კი, ხეირიანად სულ 2-ჯერ შეუტიეს და აქედან ერთ შემთხვევაში შედეგიანად. “კანფეტებმა” 64-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელუ ლუკაკუ გაელ კლიშის გაუსწორდა და ბრავოს შორეულ კუთხეში გაუტანა. “სიტის” ქულა ნოლიტომ გადაურჩინა, რომელმაც მოედანზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში თავური დარტყმით გაათანაბრა. “ქალაქელებს” კიდევ ჰქონდათ მომენტები, მაგრამ შესანიშნავად მოთამაშე შტეკელენბურგს ვეღარაფერი მოუხერხეს – 1:1.

“სიტის” წაბორძიკებით ისარგებლა “არსენალმა” და გათამაშების თანალიდერი გახდა. ლონდონელებმა საკუთარ მოედანზე “სუონსის” დამარცხება მოახერხეს. “მეთოფეები” 33-ე წუთისთვის ტეო უოლკოტის დუბლით იგებდნენ, თუმცა ნერვიულობა მაინც ბოლო წამებამდე მოუწიათ. 38-ე წუთზე სიგურდსონმა ერთი ბურთი გაქვითა და ტაიმი 2:1 დასრულდა.

57-ე წუთზე ორბურთიანი სხვაობა მესუთ ოზილმა აღადგინა, რომელმაც 28-ე დაბადების დღე გატანილი გოლით აღნიშნა. 66-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბორხა ბასტონმა ანგარიში ისევ შეამცირა და 4 წუთში უკვე ძალიან დაიძაბა ვითარება, რადგან გრანიტ ჯაკამ წითელი ბარათი მიიღო და “არსენალი” რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. სტუმრებმა შეუტიეს და რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ კიდეც, მაგრამ პიოტრ ჩეხის კარგმა თამაშმა მასპინძლებს 3 ქულა შეუნარჩუნა და “მეთოფეებმა” ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვეს – 3:2.

კვლავ არ აგებს “ტოტენჰემი”, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი წაუგებელი გუნდია, თუმცა ამჯერად “მამლები” დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. “ვესტ ბრომვიჩი” ძლიერ კლუბებს როგორც წესი ძალიან კარგად ეთამაშება და ამჯერადაც ასე მოხდა. 82-ე წუთზე “ბულბულები” ნასერ ჩადლიმ დააწინაურა, რომელიც გასულ სეზონში “ტოტენჰემში” თამაშობდა. ლონდონელებს ქულა დეილი ალიმ გადაურჩინა, რომელმაც 89-ე წუთზე აღადგინა წონასწორობა – 1:1.

აუტსაიდერთა ჯახში დამაჯერებლად იმარჯვა “სტოკ სიტიმ”, რომელმაც შინ “სანდერლენდს” სძლია. “დურგლებმა” ჩინებულ ფორმაში მყოფი ჯო ალენის დუბლით მოიგეს – 2:0.

ისტორიული გამარჯვება მოიპოვა “ბორნმუთმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ჰალ სიტის” შავი დღე აყარა. ედი ჰაუს შეგირდებმა “დინ კურტზე” “ვეფხვები” 6:1 გაანადგურეს.

“ვესტ ჰემმა” კი, ლონდონურ დერბიში გასვლაზე “კრისტალ პალასი” ლანცინის გოლით დაამარცხა და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს გათანაბრების ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ტაიმის მიწურულს კრისტიან ბენტეკემ პენალტი ვერ გაიტანა – 0:1.

ჩელსი – ლესტერი 3:0 (2:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-3): კურტუა, კეჰილი, აზპილიკუეტა, ლუისი, კანტე, მატიჩი, მოზესი (აინა 82), ალონსო, პედრო (ჩალობა 68), აზარი (ლოფტუს-ჩიკი 82), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, ლ.ერნანდესი, ამარტი, დრინკვოთერი, შლუპი (მაჰრეზი 67), ოლბრაიტონი (კინგი 74), მუსა (სლიმანი 67), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 კოშტა (7), 2:0 აზარი (33), 3:0 მოზესი (80)
გაფრთხილებები: აზპილიკუეტა - ჰუტი
მსაჯი:
ანდრე მარინერი

არსენალი – სუონსი 3:2 (2:1)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მუსტაფი, ბელერინი, მონრეალი, ჯაკა, კასორლა, ოზილი (გიბსი 83), ივობი (კოკლენი 68), უოლკოტი, სანჩესი (ჩემბერლენი 82).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, ფ.ფერნანდესი, ამატი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, ბრიტონი (ბასტონი 60), კორკი (კი 71), ფერი, ბაროუ (რანხელი 83), რუტლიჯი, სიგურდსონი.
მწვრთნელი: ბობ ბრედლი

გოლები: 1:0;2:0 უოლკოტი (26;33), 2:1 სიგურდსონი (38), 3:1 ოზილი (57), 3:2 ბასტონი (66)
გაფრთხილებები: ნ.ტეილორი
გაძევება: ჯაკა (70)
მსაჯი: ჯონათან მოსი

ბორნმუთი – ჰალი 6:1 (3:1)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, არტერი, სურმენი, აიბი (კინგი 62), უილშირი (გოსლინგი 79), სტანისლასი, უილსონი (აფობი 86).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

ჰალი (4-3-2-1): მარშალი, კ.დევისი, მაგუირე, ელ მუჰამედი, რობერტსონი (დიომანდე 63), მეისონი (მეილერი 78), კლუკასი, ლივერმორი, სნოდგრასი, მელონი (ჰადლსტოუნი 55), კინი.
მწვრთნელი: მაიკ ფელანი

გოლები: 1:0 დანიელსი (5), 1:1 მეისონი (34), 2:1 კუკი (41), 3:1;4:1 სტანისლასი (45 პენ. 65), 5:1 უილსონი (83), 6:1 გოსლინგი (88)
გაფრთხილებები: კლუკასი, სნოდგრასი, რობერტსონი
მსაჯი: ლი მეისონი

მანჩესტერ სიტი – ევერტონი 1:1 (0:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (3-4-3): ბრავო, ოტამენდი, სტოუნზი, კლიში, გიუნდოგანი (კომპანი 90), ფერნანდინიო, სილვა, სანე (ნოლიტო 71), დე ბრუინი, სტერლინგი, იჰეანაჩო (აგუერო 56).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ევერტონი (4-3-3): შტეკელენბურგი, უილიამსი, იაგიელკა, კოულმენი, ოვიედო, კლევერლი (მორი 91), ბერი, გაიე, დეულოფეუ (მაკკარტი 57), ბოლასი (მირალაში 84), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 0:1 ლუკაკუ (64), 1:1 ნოლიტო (72)
გაფრთხილებები: კოულმენი, უილიამსი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გამოუყენებელი პენალტები: დე ბრუინი 43 (მეკარე), აგუერო 70 (მეკარე).

სტოკი – სანდერლენდი 2:0 (2:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, ინდი, შოუკროსი, ბერდსლი (ადამი 65), პიტერსი, კამერონი, ველანი, ალენი (მუნიესა 75), შაქირი, არნაუტოვიჩი, ბონი (უოლტერსი 76).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

სანდერლენდი (4-5-1): პიკფორდი, ჯილობოჯი, ოში, მანკილიო, ვან აანჰოლტი (ჯონსი 40), ნდონგი, როდუელი (ანიჩებე 81), მაკნეირი (პიენაარი 55), ხაზრი, უოტმორი, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: ალენი (8;45+1)
გაფრთხილებები: არნაუტოვიჩი – ჯონსი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ვესტ ბრომვიჩი – ტოტენჰემი 1:1 (0:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკოლი, ევანსი, დოუსონი, ნიომი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, ფილიპსი (ბრანტი 69), ჩადლი (გარდნერი 88), მაკკლინი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ტოტენჰემი (4-1-4-1): ლორისი, ალდერვეირელდი (დაიერი 60), ვერტონგენი, უოლკერი, ბ.დევისი, ვანიამა, ალი, ერიკსენი, ლამელა (სონი 72), სისოკო (ლამელა 65), იანსენი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ჩადლი (82), 1:1 ალი (89)
გაფრთხილებები: მაკკლინი, ევანსი – ვერტონგენი, დემბელე
მსაჯი: კევინ ფრენდი

კრისტალ პალასი – ვესტ ჰემი 0:1 (0:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): მანდანდა, ტომკინსი, დელანი, იარდი, კელი (ფრიერსი 46), ლედლი (კაბაიე 46), მაკარტური (ვიკჰემი 70), პანჩონი, ზაჰა, თაუნსენდი, ბენტეკე.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ვესტ ჰემი (3-4-2-1): ადრიანი, კუაიტე, რიდი, ოგბონა, ნობლი, ანტონიო, ობიანგი, კრესველი, ლანცინი (ნორდტვეიდი 88), პაიე (ე.ფერნანდესი 79), ძაძა (კალერი 86).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლი: ლანცინი (19)
გაფრთხილებები: ბენტეკე – ნობლი, ოგბონა, კრესველი
გაძევება: კრესველი (75)
მსაჯი:
მარტინ ატკინსონი

ბენტეკემ 45+1 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152011