ფეხბურთი

18:06 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” გასვლაზე 22-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (+VIDEO)

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში “სევილიამ” გასვლაზე “ლეგანესი” დაამარცხა და ლა ლიგის ეგიდით, გასვლაზე ჩატარებული უკანასკნელი 23 მატჩიდან პირველად იმარჯვა.

ანდალუსიელები კასტილიურ კლუბს 67-ე წუთამდე ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ, თუმცა მასპინძლები არ გატყდნენ და ორწუთიან მონაკვეთში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. საბოლოოდ, სტუმრებმა კლასის ხარჯზე იმარჯვეს – შეცვლაზე შემოსულმა პაბლო სარაბიამ 85-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გასვლაზე ნანატრი გამარჯვება მოუპოვა – 3:2.

“დალაქებს” ლა ლიგის საგარეო მატჩში ბოლოს 2014/2015 წლების სეზონის უკანასკნელ ტურში ჰქონდათ მოგებული. 2015 წლის 23 მაისს მათ “მალაგა” იმავე ანგარიშით დაამარცხეს, როგორითაც დღეს იმარჯვეს.

“სევილიას” გასულ სეზონში გასვლაზე არცერთი მატჩი არ მოუგია, რასაც მიმდინარე სეზონის სამი მატჩი დაემატა. ანდალუსიელებმა განვილილი 22 საგარეო მატჩიდან 11-ჯერ ფრედ ითამაშეს და ამდენჯერვე წააგეს.

0.112322