საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვალერიან გვილია ბელორუსის ჩემპიონია. ბორისოვის “ბატემ” “გრანიტს” გასვლაზე 1:0 აჯობა და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მდევართათვის მიუწვდომელი გახდა. “ბატეს” 63 ქულა აქვს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ “შახტიორს” 45.
გვილიასთვის ეს პირველი ტიტულია ბელორუსში. მოგეხსენებათ, 22 წლის ფეხბურთელი “ბატეს” გასულ ზაფხულს შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში ფეხი ეტაპობრივად მოიკიდა. დღესაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო, საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა.
მთლიანობაში, “ბატეს” რიგებში მის ანგარიშზე 12 თამაში და 5 გოლია. საქართველოს ნაკრებში დებიუტი ირლანდიასთან შეხვედრაში ჰქონდა და ჩინებულადაც ითამაშა, ისევე როგორც უელსის წინააღმდეგ.
უშუალოდ ბორისოვის გუნდმა კი, ჩემპონობა 22-ედ იზეიმა. “ბატე” გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რომელშიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.