ფეხბურთი

15:14 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

იკარდის არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესის გამო არ იძახებენ

ლიონელ მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში იმაზე მეტი გავლენა ჰქონია, ვიდრე ეს უბრალოდ ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს. იქაურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ფორვარდის მაურო იკარდის “ალბისელესტეში” არმიწვევის მიზეზი, არა მწვრთენლთა მხრიდან უინტერესობა, არამედ თურმე ლიონელი ყოფილა.

საქმე ისაა, რომ მესი მაქსი ლოპესის ახლო მეგობარია, რომელსაც “ბარსელონაში” დაუახლოვდა 2004-2005 წლების სეზონში. მაქსი ლოპესს კი, მოგეხსენებათ, იკარდიმ პირმშვენიერი მეუღლე ვანდა ნარა ცხვირწინ ააცალა და ახლა თვითონ ნებივრობს მასთან...

მოკლედ, თუ არგენტინულ მედიას დავუჯერებთ, მესის უთქვამს, სანამ მე ნაკრებში ვარ და თუ გინდათ, რომ ვიყო, მაშინ მაურო იკარდი არ დავინახო აქ, მაგის გვერდით მე არ ვითამაშებო...

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, იკარდის საჯაროდ მოღალატე და ცუდი ადამიანი უწოდა დიეგო არმანდო მარადონამ და მანაც აღნიშნა, ნაკრებში არაფერი ესაქმება ეგეთ ხალხსო...

0.115582