ფეხბურთი

13:22 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაბელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კუთხურიდან გაიტანა (+VIDEO)

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების შემტევი გულნარა გაბელია ყაზახური “ბიიკ-კაზიგურტის” რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ქართველი ფეხბურთელის კლუბმა, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ, 1/16-ფინალში იტალიურ “ვერონას” აჯობა.

გაბელიამ 5 ოქტომბერს გამართულ პირველ მატჩში (3:1) იტალიელებს ორი გოლი გაუტანა, გუშინ კი ვერონაში თამაშის მე-40 წუთზე კუთხურიდან ჩაახვია ბურთი მეტოქის კარში. მასპინძლებმა მეორე ტაიმში მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს (1:1) და მომდევნო ეტაპზე “ბიიკ-კაზიგურტი” გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი შედეგიანობით გამოირჩეოდა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზეც, სადაც ჯგუფის 3 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, სულ კი მიმდინარე ტურნირზე უკვე 7 გოლი დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131721