ფეხბურთი

15:13 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი სახლს დაუბრუნდა

გიორგი ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გახდა. მან ამ პოსტზე ესპანელი პაბლო ფრანკო შეცვალა, რომელიც წლეულს გაზაფხულზე სწორედ ჭიაბრიშვილის ნაცვლად დაინიშნა საბურთალოელთა თავკაცად.

37 წლის ჭიაბრიშვილი, როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გია გეგუჩაძის თანაშემწე გახლავთ. worldsport.ge ჭიაბრიშვილს დაუკავშირდა:

"ამ თვენახევრის განმავლობაში, სანამ გარდამავალი სეზონი დასრულდება, "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი ვიქნები. ამ პერიოდში პარალელურად 21-წლამდელებშიც ვრჩები, თუმცა როგორც იცით, ნაკრებს დაუსრულდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და ამდენად, კლუბში მუშაობაში ხელი არ შემეშლება. ჩემპიონატი რომ დასრულდება, შემდეგ გადაწყდება ჩემი საკითხი" - გვითხრა ჭიაბრიშვილმა, რომლის თავკაცობითაც 2015 წელს "საბურთალო" პირველი ლიგიდან უმაღლესში გადავიდა.

შეგახსენებთ, ჭიაბრიშვილს "ზესტაფონის" მწვრთნელის რანგში ქვეყნის ჩემპიონობა და სუპერთასი მოუგია. რაც შეეხება "საბურთალოს", გიორგი ამბობს, რომ ნაცნობ გარემოში დაბრუნდა.

"ჩემთვის "საბურთალო" ძვირფასი კლუბია. ყველანაირად ვეცდები, რომ გუნდმა სეზონი წარმატებით დაასრულოს. მიზანი? ყველა მატჩში გამარჯვება, თამაშიდან თამაშამდე პროგრესი და განვითარება".

"საბურთალო" "წითელ ჯგუფში" მეოთხე ადგილზეა - 7 ტურში 9 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11014